რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და მ არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 372 სამხედრო გაცვალეს. ამის შესახებ ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვმა დააბრუნა 175 უკრაინელი სამხედრო ტყვე, ასევე „22 მძიმედ დაჭრილი სამხედრო ტყვე, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ“, ხოლო კიევმა 175 რუსი ჯარისკაცი.
ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა მ.
“დღეს კიდევ ერთი დღეა, როცა უკრაინა თავის ხალხს იბრუნებს. რუსული ტყვეობიდან ჩვენი 175 დამცველი გათავისუფლდა. კიდევ 22 მცველი სახლში ბრუნდება გაცვლის მიღმა არსებული ზომებით, რომელთა შორის არიან მძიმედ დაჭრილი მეომრები და ისინი, ვისაც რუსეთი დევნიდა მოგონილი დანაშაულებისთვის. ყველა მათგანი დაუყოვნებლივ მიიღებს აუცილებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას”, – წერს ზელენსკი და დასძენს, რომ უკრაინას ახსოვს “ჩვენი თითოეული გმირი და ჩვენს ხალხს, ყველას სახლში მოვიყვანთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის