რუსეთმა და უკრაინამ მეორე ეტაპზე 307-307 ტყვე გაცვალეს

რუსეთმა და მ დღეს, 24 მაისს, ტყვეების გაცვლის მეორე ეტაპზე, ერთმანეთს 307-307 სამხედრო ტყვე გაუცვალეს.
ამ პროცესის პირველი ეტაპი გუშინ შედგა, უკრაინის პრეზიდენტის, ს ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნდა 390 ადამიანი.
-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ტყვეთა ეს გაცვლა, რომელიც სამ დღეში თითო მხარეს 1000 ტყვის გათავისუფლებას ითვალისწინებს, შესაძლოა ნიშნავდეს ახალ ეტაპს მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში.
დღევანდელი გაცვლის შესახებ ს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, ხოლო უკრაინის მხრიდან, ამის შესახებ სოციალურ ქსელ Telegram-ზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ხვალ მეტს ველით. ჩვენი მიზანია, თითოეული ჩვენგანის დაბრუნება რუსული ტყვეობიდან”, – დაწერა ზელენსკიმ.
ტყვეთა გაცვლის შესახებ შეთანხმება რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა სტამბულში 16 მაისს მიიღეს.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები სტამბოლში შეხვედრის მიზანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება იყო. თუმცა, მხარეებმა მხოლოდ მასშტაბურ ტყვეთა გაცვლაზე მოახერხეს შეთანხმება.
სტამბოლში, პირისპირ შეხვედრის ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. მან ეს იდეა მას შემდეგ გააჟღერა, რაც ევროპელი ლიდერებმა მას შესთავაზეს ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტა, სანაცვლოდ კი სანქციების გამკაცრებით დაემუქრნენ. საპასუხოდ, პუტინმა თქვა, რომ სურს პირისპირი მოლაპარაკებები უკრაინასთან ყოველგვარი დათქმების გარეშე.
საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ არსებობს მოლაპარაკების მზაობა საჭიროა ცეცხლი შეწყდეს დაუყოვნებლივ. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აზრი არ აქვს ადამიანების დახოცვის გაგრძელებას, თუ მოლაპარაკება შესაძლებელია. გარდა ამისა, ზელენსკი თავადაც ჩავიდა სტამბოლში და განაცხადა, რომ ელოდება პუტინს პირისპირ შესახვედრად.
რუსეთი არც ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა – პირიქით, მან გააგრძელა უკრაინის ქალაქების დაბომბვა ამ დისკუსიის პარალელურად და არც თავად პუტინი არ ჩავიდა სტამბოლში.
თუმცა, მოლაპარაკება მაინც გაიმართა. უკრაინის 12-კაციან დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რუსეთის 11-კაციან დელეგაციას — ვლადიმერ მედინსკი, პუტინის თანაშემწე.
სტამბულში იმყოფებოდნენ აშშ-ს დელეგაციის წარმომადგენლები. თუმცა, რუსეთის მოთხოვნით, ისინი მოლაპარაკებებს არ დასწრებიან.