“რუსეთმა დაკარგა ჯარის 87%, რომელიც უკრაინის ომის დაწყებამდე ჰყავდა” | აშშ-ის დაზვერვა

-ის დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა დაკარგა მოქმედი სახმელეთო ჯარების მთლიანი რაოდენობის 87%, რომელიც ჰყავდა ში შეჭრის დაწყებამდე, ასევე ტანკების 2/3. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
“ნოემბრის ბოლოსთვის, რუსეთმა დაკარგა სახმელეთო ძალების აღჭურვილობის შეჭრამდელი მარაგის მეოთხედზე მეტი, ამან შეამცირა რუსული შეტევითი ოპერაციების სირთულე და მასშტაბები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას უკრაინაში 2022 წლის დასაწყისიდან.”- ნათქვამია განცხადებაში.
შეფასების თანახმად, უკრაინაში შესულ 360 000 ჯარისკაციდან, მათ შორის საკონტრაქტო და წვევამდელი პერსონალის ჩათვლით, რუსეთმა 315 000 დაკარგა ბრძოლის ველზე. ასევე, მათივე შეფასებით, 3500 ტანკიდან 2200 დაკარგულია. ასევე განადგურებულია 13600 ქვეითი საბრძოლო მანქანიდან 4400 და ჯავშანტრანსპორტიორი, რაც 32% შეადგენს.
მიუხედავად ასეთი დანაკარგებისა, ს პრეზიდენტ პუტინს გადაწყვეტილი აქვს წინ წაიწიოს, მოსალოდნელი უკრაინული კონტრშეტევა შემოდგომაზე სტაგნაციას განიცდიდა. აშშ-ს ოფიციალური პირები თვლიან, რომ ნაკლებად სავარაუდოა, კიევმა მომდევნო თვეებში რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს.
“რუსეთს, როგორც ჩანს, სჯერა, რომ ზამთარში სამხედრო ჩიხი შეაფერხებს დასავლეთის მხარდაჭერას უკრაინას და საბოლოოდ მისცემს რუსეთს უპირატესობას, მიუხედავად რუსეთის დანაკარგებისა და გაწვრთნილი პერსონალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მუდმივი დეფიციტისა“. – აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი.