რუსეთმა დაიწყო ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნების მესამე ეტაპი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 31 ივლისს, განაცხადა, რომ დაიწყო არასტრატეგიული (ტაქტიკური) ბირთვული ძალების წვრთნების მესამე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობენ ცენტრალური და სამხრეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები და საჰაერო-კოსმოსური ძალების პირადი შემადგენლობა.
თავდაცვის სამინისტროს თანახმად, წვრთნების მესამე ეტაპზე „დამუშავდება შეიარაღებული ძალების ნაწილების მომზადების საკითხები არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის”.
ოფიციალური ცნობის მიხედვით, პირადი შემადგენლობა გამოიყენებს ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების, „ისკანდერ-მ-ის” სპეციალურ სასწავლო საბრძოლო მასალებს.
ს ხელისუფლებამ 6 მაისს განაცხადა, რომ ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნებს ჩაატარებს. 21 მაისს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა პირველი ოფიციალური ცნობა სწავლების დაწყების შესახებ, 11 ივნისს კი გამოაცხადა, რომ წვრთნები გადავიდა მეორე ეტაპზე და მასში ბელარუსის არმიის სამხედროებიც ჩაერთნენ.
რუსეთის თანახმად, არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები მიმართულია „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უპირობო უზრუნველყოფისკენ რუსეთის ფედერაციის მიმართ დასავლეთის ცალკეული ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებების და მუქარის პასუხად“. ვის და რომელ განცხადებებს გულისხმობდნენ, დაკონკრეტებული არ ყოფილა.
წვრთნების დაწყებამდე, რუსეთის ხელისუფლებისგან მწვავე რეაქციები მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტ ს მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ში დასავლეთის ჯარების გაგზავნა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ს განცხადებას, რომ უკრაინის უფლებაა, ბრიტანეთისგან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”