რუსეთმა დაგმო ეკვადორის მიერ აშშ-სთვის რუსული სამხედრო მასალების გადაცემის გადაწყვეტილება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ეკვადორის გადაწყვეტილება რუსული წარმოების სამხედრო მასალების -სთვის გადაცემის შესახებ, რომელსაც ვაშინგტონი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოიყენებს.
ეკვადორის ხელისუფლებამ აშშ-ს შეთავაზებაზე თანხმობის შესახებ გასულ თვეში გამოაცხადა. ეკვადორი “უკრაინული და რუსული მეტალის მასალების” სანაცვლოდ 200 მილიონი დოლარის ღირებულების თანამედროვე ამერიკულ აღჭურვილობას მიიღებს.
ს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ს თქმით, ეკვადორის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება გარე ძალების ზეგავლენით მიიღო.
“ასეთი დაუფიქრებელი გადაწყვეტილება ეკვადორულმა მხარემ დაინტერესებული ჯგუფების ზეგავლენით და ზეწოლის შედეგად მიიღო. ჩვენმა ყველა პარტნიორმა კარგად იცის კონტრაქტის დებულებები, მათ შორის, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება მიწოდებული მასალის გაცხადებული მიზნით გამოყენებისა და მესამე მხარისთვის რუსეთთან შეთანხმების გარეშე გადაცემის შესახებ “. – თქვა ზახაროვამ.
მანამდე, ეკვადორის ხელისუფლების წევრები აღნიშნავდნენ, რომ მოსკოვმა ეკვადორს აშშ-ს შეთავაზებაზე უარის თქმა ურჩია, თუმცა, ხელისუფლება თვლიდა, რომ მათ ამის უფლება ჰქონდათ.