რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა ხელისუფლებების მიერ თავს მოხვეული „დესტრუქციული ნეოლიბერალურ წესები“ ეწინააღმდეგება „ტრადიციულ რუსულ სულიერ და მორალურ ღირებულებებს.”
სიაში 47 ქვეყანაა, მათ შორის აშშ, ალბანეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იტალია, ესპანეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ხორვატია, ჩერნოგორია, ჩეხეთი, პოლონეთი, უკრაინა, გერმანია, ბულგარეთი, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ბაჰამის კუნძულები და სხვა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ამ სიაში არ აღმოჩნდა მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი, ნატოდან კი -თურქეთი.
სიაში არ შედის ასევე სამხრეთ კავკასიის არც ერთი ქვეყანა.
ამ ქვეყნების მოქალაქეები, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 18 აგვისტო განკარგულების თანახმად, გაიოლებულად მოიპოვებენ დროებით ბინადრობის ნებართვას რუსეთში, თუ ისინი არ მიიღებენ ხელისუფლების მიერ თავს მოხვეულ “დესტრუქციულ ნეოლიბერალურ იდეოლოგიას”.
პუტინის განკარგულებაში ზუსტად არ არის მითითებული, თუ როგორ დაამტკიცებენ უცხოელები ტრადიციულ ღირებულებებისადმი ერთგულებას და “ნეოლიბერალურ იდეოლოგიასთან” შეუთავსებლობას.
წყარო: რადიო თავისუფლება