რუსეთმა დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დიდი სადესანტო ხომალდი „ნოვოჩერკასკი“ წუხელ ფეოდოსიაში უკრაინული მართვადი რაკეტებით საავიაციო იერიშის შედეგად დაზიანდა.
ამასთან, თავდაცვის უწყების ცნობით, ს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა ორი უკრაინული მოიერიშე Су-24, რომლებიც დიდ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ თავდასხმას ცდილობდნენ.
ანექსირებული ს რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა კი ასევე განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ფეოდოსიაში უკრაინული იერიშის შედეგად.
მანამდე უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა უკრაინული ძალების მიერ რუსული სადესანტო ხომალდის, „ნოვოჩერკასკის“ განადგურება ოკუპირებულ ფეოდოსიაში.
· რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში მ ორ ათეულამდე სხვადასხვა სიმძლავრის რუსეთის სამხედრო ხომალდი და კატარღა გამოიყვანა მწყობრიდან ან ჩაძირა.
· მათ შორის ჩაიძირა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ხომალდი, სარაკეტო კრეისერი “მოსკვა”.
· ქალაქი ფეოდოსია ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სევასტოპოლზე უკრაინის თავდასხმების სერიის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ზოგი ხომალდი ფეოდოსიის პორტში გადაიტანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – როცა კონგრესმენები ასე გიტევენ და MEGOBARI-ის სახელს არქმევენ აქტს, რომელშიც ყველა პუნქტი უსამართლოა, რთულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება არ ექვემდებარება კონტროლს და გამოსწორების პერსპექტივა არ არსებობს

ვალერი გელაშვილი – გმადლობთ ყურადღებისთვის ქალბატონო თეა, მაგრამ ამას არ ვიმსახურებდი, მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯარიმა არ მეკუთვნოდა! რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?