რუსეთმა „გათავისუფლებულად“ გამოაცხადა ქალაქი ჩასოვ იარი, უკრაინას ეს არ დაუდასტურებია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ქალაქი ჩასოვ იარი „გაათავისუფლეს“.
ს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 31 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, ქალაქი „გათავისუფლებულია“ კრამატორსკი-დრუჟკოვსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების სამხრეთის დაჯგუფების „შეტევითი მოქმედებების შედეგად“.
31 ივლისის დღის 12 საათის მდგომარეობით უკრაინის გენერალურ შტაბს არ დაუდასტურებია ქალაქ ჩასოვ იარზე(უკრ. ჩასივ იარი) კონტროლის დაკარგვა. მანამდე, დღეს დილით გენშტაბი იუწყებოდა, რომ კრამატორსკის მიმართულებით საოკუპაციო ძალებმა შვიდჯერ შეუტიეს რამდენიმე რაიონს, მათ შორის ჩასივ იარს.
რუსეთის ჯარებმა უკრაინის დონეცკის ოლქის ამ ქალაქის ასაღებად ინტენსიური შეტევა 2024 წლის მაისიდან დაიწყეს და მისი ნაწილობრივ ოკუპირება შეძლეს.
რუსეთს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს და ამ რეგიონებს თავის ტერიტორიას უწოდებს.
2014 წლიდან ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული.
ფორუმი