რუსეთმა ბრიტანეთის 18 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

რუსეთმა ბრიტანეთის 18 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ლონდონის მუდმივი კონფრონტაციული კურსის საპასუხოდ, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის დემონიზაციის მცდელობა მიმდინარეობს, აქტიურად იგება ანტირუსული ნარატივები საერთაშორისო ასპარეზზე და ს ნეონაცისტური რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება გრძელდება, მიღებულია გადაწყვეტილება ს „სტოპ-ლისტში“ დიდი ბრიტანეთის სამხედრო-პოლიტიკური ისტებლიშმენტის და სამეცნიერო და აკადემიური საზოგადოების არაერთი ფიგურის შეყვანის შესახებ“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო სამინისტროში.
სანქცირებულ პირებს შორის არიან გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯეიმს კარტლიჯი, წყალქვეშა ძალების მეთაური საიმონ ასკითი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი დასავლეთ ბალკანეთის საკითხებში სტიუარტ პიჩი, რამდენიმე ბრიტანელი პარლამენტარი და სხვები.