რუსეთმა ბენზინის ექსპორტი აკრძალა. მიზეზად შიდა ბაზარზე სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება სახელდება

რუსული მედია მთავრობაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ქვეყანამ ბენზინის ექსპორტი აკრძალა. ბენზინის ექსპორტის აკრძალვა ძალაში დღეიდან შევიდა. დროებითი შეზღუდვა 31 აგვისტომდე იმოქმედებს. შეზღუდვა მხოლოდ არამწარმოებელ კომპანიებზე ვრცელდებოდა.
მედიაში წერენ, რომ ს ხელისუფლებამ აკრძალვის შესახებ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა, სადაც განმარტებულია, რომ აღნიშნული ზომა მაღალი მოთხოვნისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პირობებში შიდა ბაზარზე სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მიიღეს.