რუსეთმა ბელარუსთან ერთობლივი წვრთნების დროს ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“ გაუშვა

რუსეთმა ბელარუსთან ერთობლივი წვრთნების დროს ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“ გაუშვა. შესაბამის ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რაკეტის გაშვება სამხედრო წვრთნების „ზაპად 2025-ის“ ფარგლებში ბარენცის ზღვაში პირობითი მოწინააღმდეგის სამიზნის მიმართულებით განხორციელდა. სამიზნე პირდაპირი დარტყმის შედეგად განადგურდა. რაკეტა ფრეგატის „ადმირალ გოლოვკოს“ ეკიპაჟმა გაუშვა.
ს თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სამხედრო წვრთნების ფარგლებში მუშავდება ჩრდილოეთ ფლოტის სანაპირო ობიექტების დაცვის ელემენტები, ასევე მაღალი სიზუსტის იარაღის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის თანამედროვე მოდელების კომპლექსური გამოყენება.
„ზაპად 2025“ რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სტრატეგიული წვრთნებია. სამხედრო სწავლება ბელარუსის ტერიტორიაზე 12-16 სექტემბერს მიმდინარეობს.