რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის საკვანძო ადგილზე ორი სოფელი დაიკავა

6 დეკემბერს რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა მომარაგების კვანძ პოკროვსკის სიახლოვეს სოფელი დაიკავა. რუსეთმა კიდევ ერთი სოფელი ინდუსტრიულ ქალაქ კურახოვეს სიახლოვეს დაიპყრო და ამით აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზთან ორ საკვანძო ადგილზე პლაცდარმი მოიპოვა.
მოსკოვი აღმოსავლეთ ში თვეების განმავლობაში წინ მიიწევდა, იყენებდა რა თავის უპირატესობას უფრო ნაკლებად შეიარაღებული უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ.
მოსკოვის თავდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულმა საჯარისო დანაყოფებმა აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში სუხი იალი და პუსტინკა „დასახლებული პუნქტები გაათავისუფლეს“.
სუხი იალი, კურახოვედან სამხრეთ დასავლეთით, დაახლოებით 13 კილომეტრითაა დაშორებული. კურახოვე სტრატეგიული ინდუსტრიული ქალაქია და იმ რეზერვუარის ნაპირზეა განლაგებული, რომლის ალყაში მოქცევასაც მოსკოვი ცდილობს.
პუსტინკა პოკროვსკის სამხრეთით მდებარეობს. ის სარკინიგზო და საავტომობილო გზების გადაკვეთაზე მდებარე ლოგისტიკური კვანძია, რომელიც ფრონტის ხაზზე უკრაინული ძალების მომარაგებას ემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას