უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ბრიგადის მეთაურის მოადგილის მაქსიმ ჟორინის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ოკუპანტები უფრო აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ და ძალები კიდევ უფრო მობილიზებული გახადეს.
„რუსები ახლა უფრო აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ, განსაკუთრებით აღმოსავლეთში. ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალების აღდგენას და მობილიზებას ცდილობდნენ“, – აცხადებს ჟორინი.