რუსეთმა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი “ექსტრემისტებისა და ტერორისტების” სიაში მას შემდეგ დაამატა, რაც გრემმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ, მან აშშ-ს მიერ რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ გამოცხადების წინადადება წამოაყენა.
ხსენებულ სიაში რესპუბლიკელი სენატორის დამატების შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS-ი ავრცელებს. რუსული სამთავრობო მედია ლინდსი გრემს “ანტირუსული პოზიციების” მქონე პოლიტიკოსად ახასიათებს. ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ გრემმა ნავალნის სიკვდილში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.
“ნავალნი ერთ-ერთი ყველაზე მამაცი პიროვნება იყო, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. როდესაც ის რუსეთში დაბრუნდა, მან ალბათ იცოდა, რომ პუტინი მოკლავდა, და პუტინმა მოკლა კიდეც”. – თქვა გრემმა კვირას CBS-თან გამართულ ინტერვიუში.