რუსეთმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 24 ოქტომბერს განაახლა „უცხოეთის აგენტების“ სია, რომელშიც შევიდა აზერბაიჯანში მცხოვრები ჟურნალისტი და ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი რუსლან სულეიმანოვი.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სულეიმანოვი „ავრცელებდა უცხოეთის აგენტების მასალებსა და ცრუ ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებების შესახებ“, ასევე „საჯაროდ გამოდიოდა უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ და ქმნიდა რუსეთის არმიის ნეგატიურ იმიჯს“.
რუსლან სულეიმანოვი 2017–2022 წლებში მუშაობდა რუსულ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ში, მათ შორის როგორც უფროსი კორესპონდენტი კაიროში.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სულეიმანოვმა დატოვა და ამჟამად ცხოვრობს ბაქოში, სადაც თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მედიაგამოცემებთან – The Washington Post, CNN და აწარმოებს საკუთარ Telegram-ბლოგს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიტყვი, რომ ორივე მხარე, ,,ოცნებაც” და “ნაცებიც” მამაჩემის სახელს წევენ ჩემს გასაშავებლად. მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან”

წილოსანი: ჩემ­თვის, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი დე­ბა­ტებ­ში შეს­ვლა ასაკ­რძა­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ხელი მო­ვა­წე­რე ამ პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას, მათ არ მი­ვიჩ­ნევ ლე­გი­ტი­მუ­რად