რუსეთმა აგენტად კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი გამოაცხადა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაახლა უცხოური აგენტების რეესტრი, რომელშიც დაამატა კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი – სააგენტო „Аиашара“-ს რედაქტორი ნიზფა არშბა და „Нужная газета“-ს დამფუძნებელი იზიდა ჭანია, რომელთაც რუსული მხარეს თანამშრომლობას ედავება დასავლურ ფონდებთან – გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID).
იქამდე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოური აგენტების რეესტრში ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი შეიყვანა.
რუსეთის მსგავსად, „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას უკანასკნელი წლების განმავლობაში სოხუმს მოსკოვი ავალდებულებს ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებებით. კანონის შესაძლო მიღებაზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების რეაქციები მწვავეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)