რუსეთმა აგენტად კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი გამოაცხადა

რუსული მედიის ინფორმაციით, ს იუსტიციის სამინისტრომ განაახლა უცხოური აგენტების რეესტრი, რომელშიც დაამატა კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი – სააგენტო „Аиашара“-ს რედაქტორი ნიზფა არშბა და „Нужная газета“-ს დამფუძნებელი იზიდა ჭანია, რომელთაც რუსული მხარეს თანამშრომლობას ედავება დასავლურ ფონდებთან – გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID).
იქამდე ს იუსტიციის სამინისტრომ უცხოური აგენტების რეესტრში ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი შეიყვანა.
რუსეთის მსგავსად, „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას უკანასკნელი წლების განმავლობაში სოხუმს მოსკოვი ავალდებულებს ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებებით. კანონის შესაძლო მიღებაზე ს სამოქალაქო საზოგადოების რეაქციები მწვავეა.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – შეფასებებს განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა განვიზრახეთ, არამედ იმიტომ, რომ ბევრს არ ვეთანხმებით, მაგალითად იმას, რომ არჩევნები გაყალბდა – ნუ გვთხოვთ, რომელიღაც მხარეს დავდგეთ, გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით