რუსეთმა Ил-76-ის ინციდენტზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
რუსეთში სამხედრო-საჰაერო თვითმფრინავის, Ил-76-ის ინციდენტის გამო, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ჩვენ დაახლოებით საათნახევრის წინ უშიშროების საბჭოს ჩანიშვნა ჩანიშვნა მოვითხოვეთ. იმედი გვაქვს, საფრანგეთის წარმომადგენლობა თავის მოვალეობას შეასრულებს და ამ შეხვედრას დანიშნავს. არ ვისურვებდი 2022 წლის ისტორიის გამეორებას, როდესაც ბუჩაში ინსცენირება მოაწყვეს. ბრიტანეთის წარმომადგენლობამ სამი დღის განმავლობაში უარს ამბობდა ასეთი შეხვედრის მოწვევაზე”. – თქვა ლავროვმა.
ამავდროულად, ს საგარეო საქმეთა მინისტრმა Ил-76-ის ინციდენტს ს რეჟიმის მიერ ტერორისტული მეთოდის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი უწოდა.
ლავროვის თქმით, თვითმფრინავით მათ უკრაინელი ტყვეები გადაჰყავდათ, რომელთა გაცვლაც კიევისა და მოსკოვის შეთანხმების სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო.
უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა, რომ 24 იანვარს ტყვეთა გაცვლა არ შემდგარა, მაგრამ დაამატა, რომ ჩამოგდებულ თვითმფრინავზე ტყვეების ყოფნის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
რუსეთის თავადცვის სამინისტროს მტკიცებით, ბელგოროდის ოლქში “ჩამოვარდნილი” Ил-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ.