რუსეთი Apple-ს ლგბტ პროპაგანდაში ადანაშაულებს და 4 მილიონ რუბლამდე ჯარიმით ემუქრება

რუსეთმა საქმე აღძრა Apple-ის წინააღმდეგ, კომპანიას ბრალად ედება “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა” – იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია.
„სასამართლოში დარეგისტრირდა საქმე ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 6.21 მუხლის მე-3 ნაწილით (არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების, სქესის შეცვლის და შვილზე უარის თქმის პროპაგანდა)“, – იუწყება რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსწი“, მოსკოვის ტაგანსკის სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით.
ოქმი შედგენილია ირლანდიაში რეგისტრირებულ Apple Distribution International LTD-ზე, რომელმაც Apple-ის წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში, 2022 წელს გახსნა.
კომპანიას ემუქრება 4 მილიონ რუბლამდე ჯარიმა ან ადმინისტრაციული წესით საქმიანობის შეჩერება 90 დღემდე ვადით.
რუსული პროპაგანდა არ აკონკრეტებს რა გახდა Apple-ზე ოქმის შეგენის მიზეზი. დამოუკიდებელი მედიაგამოცემა Медуза ვარაუდობს, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პრეტენზიები, სავარაუდოდ, უკავშირდება Pride-ის თემატურ ფონებს.
რუსეთში „ლგბტ მოძრაობა“ მიჩნეულია ექსტრემისტულად და აკრძალულია.
რუსეთში სასამართლოებმა არაერთხელ მიიღეს ადმინისტრაციული ოქმები Apple-ის წინააღმდეგ. მაგალითად, 2024 წელს მოსკოვში სასამართლოებმა Apple-ი მინიმუმ ორჯერ დააკისრეს ჯარიმა ინფორმაციის წაშლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო – წერს გამოცემა „მედუზა“.
წყარო: “ბათუმელები”

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი