რუსეთი, “ჰუსიტების” ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს

იემენში “ჰუსიტების” ობიექტებზე -სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებული ერთობლივი თავდასხმების შემდეგ რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს გაიმართება.
შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც „ჰუსიტებს“ წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდებდა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ოთხმა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა და ჩინეთმა.