რუსეთი ხარკივს უტევს

ხარკივის მახლობლად, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რუსულმა ძალებმა სახმელეთო შეტევა დაიწყეს.
ს დამატებითი დახმარების გაგზავნა დასჭირდა სასაზღვრო რეგიონებში, ვინაიდან თავდასხმები იქაც გაძლიერდა. გარდა ამისა, უკრაინის თვადაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთმა დაარტყა სასაზღვრო ქალაქ ვოვჩანსკს მართვადი საჰაერო ბომბებითა და არტილერიით.
„დაახლოებით დილის 5 საათზე, მტერს ჰქონდა მცდელობა, გაერღვია ჩვენი თავდაცვითი ხაზი ჯავშანტექნიკის საფარქვეშ… ამ დროისთვის, ეს თავდასხმები მოგერიებულია. სხვადასხვა ინტენსივობის ბრძოლები გრძელდება”, – აცხადებენ სამინისტროში.
უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომელმაც უარი თქვა ვინაობის დასახელებაზე, თქვა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის საზღვრის შიგნით 1 კილომეტრით წინ წაიწიეს, ვოვჩანსკთან ახლოს.
წყაროს თქმით, ს ძალები მიზნად ისახავდნენ უკრაინის ჯარების 10 კილომეტრით უკან დახევას და ბუფერული ზონის შექმნას. მისივე თქმით, უკრაინული ძალები რუსების შეკავებას ცდილობენ.
უკრაინის პრეზიდენტმა მ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ძალები მზად იყვნენ შეტევისთვის. თუმცა, იქვე დასძინა, რომ შესაძლებელია, მოსკოვმა რეგიონში დამატებითი ჯარები გააგზავნოს.
უკრაინამ რუსეთის ჯარების უდიდესი ნაწილი ხარკივის რეგიონიდან 2022 წელს განდევნა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც გასულ წელს რუსეთმა უკრაინულ კონტრშეტევას გაუძლო, რუსეთის არმია კვლავ შეტევაზე გადავიდა და ნელ-ნელა წინ მიიწევდა დონეცკის რეგიონში.