რუსეთი შორ მანძილზე მოიერიშე დრონებს ჩინური ძრავებით ამზადებს – Reuters

Reuters ევროპულ სადაზვერვო მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ შორ მანძილზე მოიერიშე უპილოტო საფრენ აპარატებს ჩინური ძრავებით ამზადებს.
გავრცელებული ინფორმაცით, აღნიშნულ უპილოტო თვითმფრინავებს სახელწოდებით, გარპია-ეი1 რუსეთი გასული წლიდან აწარმოებს და უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინური ძრავებით და ნაწილებით რუსეთმა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე 2 500-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი აწარმოა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული უპილოტო აპარატების გამოყენებამ ში სამოქალაქო პირების მსხვერპლი გამოიწვია და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
წყარო: ფორმულა