რუსეთი შეიარაღებისთვის საჭირო მიკრო ჩიპებისთვის მაცივრებსა და სარეცხ მანქანებს შლის | როგორ ივსებს მარაგებს აგრესორი?

როგორ ახერხებს სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობისთვის ისეთი დეტალების მოპოვებას, რომელსაც თავად არ აწარმოებს? უკრაინის სამხედრო უწყების საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელმა რუსებისთვის ჩამორთმეული ტექნიკა დეტალურად განიხილა ტელეკომპანია BBC-სთან. როგორც დგინდება, ოკუპანტი სახელმწიფო სანქციების პირობებში შეიარაღების მარაგის შესავსებად და მიკრო ჩიპების მოსაპოვებლად მაცივრებსა და სარეცხ მანქანებს შლის.