რუსეთი: ყირიმის საჰაერო სივრცეში 36 უპილოტო საფრენი აპარატი გავანადგურეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოკუპირებული ს საჰაერო სივრცეში 36 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ამავე ინფორმაციით, დამატებით ერთი დრონი კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს.
“5 იანვარს აღვკვეთეთ ს რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული იერიში მიეტანა ს ტერიტორიის ობიექტებზე დრონების გამოყენებით. 36 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებით ყირიმის თავზე, ხოლო კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი – კრასნოდარის მხარეში”. – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
4 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმში 10 რაკეტა გაანადგურეს. მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისმა დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა 4 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე სევასტოპოლთან რუსეთის საოკუპაციო ძალების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს.