რუსეთი ქართველ პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებითაა დაინტერესებული – კარასინი

რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ ს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა.
ის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში ზურაბ აბაშიძესთან დიალოგის დროს მიღწეული შედეგები კვლავ მოთხოვნადი იქნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიღწევები კვლავ მოთხოვნადი იქნება. რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული“, – განაცხადა კარასინმა.