NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა:
NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევენ უკრაინას. ეს ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ნაკლები მხარდაჭერისთვის, ეს არის არგუმენტი მეტი მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც. რუსეთი არ ემზადება მშვიდობისთვის, ისინი უფრო მეტი ომისთვის ემზადებიან, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას,”