უკრაინაში უსაფრთხოების გარანტორად ჩინეთს ითხოვს (ვიდეო)

უკრაინაში უსაფრთხოების გარანტორად ჩინეთს ითხოვს
რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება თუ მასში ჩინეთიც მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეილ ლავროვის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ ჩინეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. გარდა ამისა, ლავროვმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გარანტიების შემუშავება რუსეთის გარეშე მიუღებელია.
რუსმა მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა უნდა დაეყრდნოს 2022 წლის სტამბულის მოლაპარაკებების შედეგებს.
ლავროვმა ევროპული ქვეყნები დაადანაშაულა იმაში რომ ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ ამერიკის პოზიციაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ერთხელ უკვე იყო 1994 წლის ბუდაპეშტის შეთანხმებით.
უკრაინამ ამ გარანტიების სანაცვლოდ ბირთვული იარაღი დათმო. ირონიაა, მაგრამ უკრაინას სწორედ მისი გარანტორი, რუსეთი დაესხა თავს. ბუდაპეშტის მემორანდუმის მიხედვით უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები ასევე იყვნენ და ბრიტანეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია