რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, „ჰამასი“ ისრაელზე ასეთ თავდასხმას არ განახორციელებდა – იტალიის პრემიერი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იტალიურ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა:
ში რომ არ შეჭრილიყო, დიდი ალბათობით, „ჰამასი“ ს წინააღმდეგ ასეთ თავდასხმას არ განახორციელებდა. გარდაუვალი იყო, რომ საერთაშორისო სამართლის ასეთ სერიოზულ დარღვევას, უფრო მეტიც, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, მსოფლიოს სხვა ნაწილებში, ახლო აღმოსავლეთიდან ბალკანეთამდე და აფრიკამდე, გადამდები შედეგები მოჰყვებოდა. ეს არის თამაში, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ და უნდა გვესმოდეს, რომ თუ უკრაინაში საერთაშორისო სამართალი არ აღდგება, კონფლიქტების აფეთქებები მოიმატებს.”
ჯორჯია მელონი დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, კიევში ჩავიდა, საიდანაც „დიდი შვიდეულის“ სამიტს უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ