რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომში მეშვიდე გენერლის დაღუპვას ადასტურებს

რუსეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ში მიმდინარე ომში მე-14 არმიის მეთაური, გენერალი ვლადიმირ ზავედსკი დაიღუპა. ეს უკვე მეშვიდე რუსი გენერალია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა.
მანამდე რუსი გენერლის დაღუპვის შესახებ წერდა რუსული და საერთაშორისო მედია. გავრცელებული ცნობებით, ზავედსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან დაიღუპა.