რუსეთი უკრაინაში მებრძოლ ინდოეთის მოქალაქეებთან კონტრაქტებს გაწყვეტს

ინდოეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც ს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები აქვთ გაფორმებული და ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ, საკონტრაქტო სამსახურიდან გათავისუფლდებიან და სახლში დაბრუნდებიან, – ინფორმაციას ინდური ტელეარხი NDTV ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ინდოეთის აღნიშნულ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაშიც დაეხმარება.
NDTV-ის ინფორმაციით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარში წამოჭრა და მან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.