რუსეთი უკრაინაში არარუსულ რაკეტებს იყენებს

რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის ხარკივის რეგიონი არარუსული წარმოების რაკეტებით დაბომბა. განცხადება რეგიონის გუბერნატორმა გააკეთა. ხარკივის გუბერნატორის ოლეჰ სინეჰუბოვის განცხადებას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი Suspilne ავრცელებს.
თეთრმა სახლმა ერთი დღით ადრე თქვა, რომ ში იყენებს ჩრდილოეთ კორეაში დამზადებულ რაკეტებს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთმა ახლახან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები SRBM გამოიყენა, რომელთა საშუალებითაც უკრაინის წინააღმდეგ მრავალი იერიში მიიტანეს.
სინეჰუბოვის თქმით, რაკეტების წარმომავლობის შესწავლა გრძელდება. „ახლა ვიტყვი, მხოლოდ იმას, რომ ამ რაკეტებიდან ნიშნები წაშლილია. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რისი დანახვაც შესაძლებელია, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა, რომელმაც ის აწარმოა, არ არის რუსეთის ფედერაცია“, – განაცხადა ხარკივის გუბერნატორმა.
უკრაინას ჯერ არ დაუდასტურებია შეერთებული შტატების განცხადება, რომ აღნიშნული რაკეტები ფხენიანის მიერ არის წარმოებული. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა დღეს დილით განაცხადა, რომ კიევს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა რაკეტები ჩრდილოეთ კორეის.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას