რუსეთი უკრაინას მშვიდობას ჰპირდებოდა ნატოში შესვლაზე უარის სანაცვლოდ – არახამია

2022 წლის გაზაფხულზე მოლაპარაკების დროს ს ომის დასრულებას სთავაზობდა ნატოში უკრაინის შესვლაზე უარის სანაცვლოდ. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერმა მ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მისი თქმით, კიევმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
„მათ ბოლო მომენტამდე სჯეროდათ, რომ თავისას გაიტანდნენ და ასეთ შეთანხმებას მოვაწერდით. ჩვენ ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსი უნდა მიგვეღო. ეს იყო მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მზად იყვნენ ომი დაესრულებინათ, თუ ფინეთის მსგავსად ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებდით. წამყვანი პუნქტი ეს იყო“, – განაცხადა არახამიამ.
დავით არახამიას თქმით, უკრაინული მხარე მოსკოვის ამ წინადადებას ორი მიზეზის გამო არ დათანხმდა. „პირველ რიგში, რუსული მხარის მიმართ რანაირი ნდობა არ გვქონდა, ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ ის შეთანხმებას შეასრულებდა. პირიქით, გეგმავდნენ დასვენებას, მერე უკეთ მომზადებას და ისევ ჩვენზე შეტევას. რეალურად ისინი უკრაინაში შეჭრისას მსგავს წინააღმდეგობას არ ელოდნენ“, – განაცხადა დავით არახამიამ.
მეორე მიზეზი კი, მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის პოზიცია იყო. არახამია ამბობს, რომ სტამბოლის მოლაპარაკების შემდეგ კიევში ჯონსონი ჩავიდა და მოუწოდა უკრაინულ მხარეს, რომ რუსებთან არაფერს ხელი არ მოაწეროს და უბრალოდ ბრძოლა გააგრძელონ.