რუსეთი უკრაინას მთელი ღამე უტევდა დრონებით და ფრთოსანი რაკეტებით

რუსეთი კვლავ უტევს უკრაინის ტერიტორიას ფრთოსანი რაკეტებით და “შაჰედის” ტიპის დრონებით – იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები.
ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს Tu-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებით, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის რაიონიდან, ისინი შეამჩნიეს უკრაინის ჩერკასის ოლქის თავზე, რაკეტებმა რამდენჯერმე შეიცვალეს მიმართულება.
“შაჰედებს” მთელი ღამის განმავლობაში აღრიცხავდნენ უკრაინის რამდენიმე ოლქის თავზე. დრონებით დარტყმების საფრთხის შესახებ სხვადასხვა დროს გამოაცხადეს ს, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, დონეცკის, ნიკოლაევის, ჟიტომირის, ვინიცის ოლქებში.
ს თავდაცვის სამინისტრო იუწყება უკრაინის მხრიდან განხორციელებულ შეტევაზე დრონებით და აცხადებს, რომ ჩამოგდებულ იქნა 19 დრონი, ძირითადად ბრიანსკის ოლქის თავზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შენგელია: დღესაც ხაზგასმით გავიმეორებ – უვარგისი ხმის მიცემის სისტემის გამო, “ევროვიზიის” კონკურსი ყველაზე ბანძ, უსარგებლო, უავტორიტეტო, დისკრედიტირებულ და უსამართლო სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსად იქცა