რუსეთი: უკრაინამ ჩვენს ტერიტორიაზე იერიში 33 დრონით მიიტანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ს ოლქებს 33 უკრაინული დრონი დაესხა თავს.
“დღეს ღამით აღვკვეთეთ ს რეჟიმის მცდელობა, მიეტანა ტერორისტული იერიში 33 დრონის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამიზნეებზე”. – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გზა გადაუჭრეს დრონებს და გაანადგურეს ისინი შემდეგ ოლქებში: ბელგოროდი – 4 უპილოტო საფრენი აპარატი, ვორონეჟი – 4 უპილოტო საფრენი აპარატი, კურსკი – 1 უპილოტო საფრენი აპარატი, ბრიანსკი – 18 უპილოტო საფრენი აპარატი და კალუგა – 6 უპილოტო საფრენი აპარატი.
ამასთან, მანამდე რუსეთის რამდენიმე ოლქის გუბერნატორმა უკრაინის მიერ დრონების იერიშის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.