რუსეთი: უკრაინამ სევასტოპოლის სანაპირო დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

23 ივნისს, მ, ATACMS სისტემის რაკეტებით ოკუპირებული სევასტოპოლის სანაპიროზე იერიში მიიტანა.
რუსული მედიების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავებულია 152 ადამიანი.
რუსეთმა იერიშს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა და გაეროს საჩივრით მიმართა.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სევასტოპოლში არ ჩართულა საჰაერო განგაშის სირენა. ასევე იწერება, რომ ცოტა ხნით ადრე სევასტოპოლში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა და სანაპიროს ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები დაეცა.
ყირიმში 24 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.