რუსეთი: უკრაინამ ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანა

რუსეთში, კრასნოდარის ოლქში, მ ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანა. ინფორმაციას ოლქის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
თავდასხმა 9 თებერვალს, ღამის 2:00 საათზე მოხდა. ქარხანას დრონი დაეჯახა, აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულები არ არიან, ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.
3 თებერვალს ვოლგოგრადის ოლქში უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით ლუკოილის ნავთობის ბაზაზე მიიტანა იერიში, შედეგად გაჩნდა ხანძარი, არავინ დაშავებულა.
ს თავდაცვის სამინისტროს ცნობით 9 თებერვლის ღამეს განადგურებულია 19 უკრაინული დრონი.