რუსეთი უკრაინაზე „კალიბრებით“ შეტევებს ვეღარ ახორციელებს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის ზე საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით, „კალიბრებით“ შეტევებს ამ ეტაპზე ვერ ახორციელებს. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსული ფლოტის უდიდესი ნაწილი სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკშია გადაყვანილი. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
თუ სევასტოპოლში საბრძოლო ხომალდებზე ამ ტიპის რაკეტების ჩატვირთვის ინფრასტრუქტურა არსებობს, ნოვოროსიისკში ის არ არის. ამ ლოგისტიკური პრობლემების გამო საზღვაო ფრთოსანი რაკეტების გამოყენება პრაქტიკულად შეჩერებულია.
ამასთანავე ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რომ , ბუნებრივია, ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდება, რათა ზამთრის პერიოდში უკრაინის წინააღმდეგ საზღვაო ფლოტიც გამოიყენოს.
როგორც უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, სევასტოპოლში სამხედრო ხომალდებზე რამდენიმე სერიოზული დარტყმის შემდეგ ოკუპანტებმა სევასტოპოლიდან გემები ნოვოროსიისკში გადაიყვანეს.
იმის გამო, რომ ნოვოროსიისკის პორტში ყველა საბრძოლო ხომალდი ვერ ეტევა, რუსეთმა ფლოტის ბაზისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენებაც გადაწყვიტა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ