სტრატეგიულად დამარცხებულია – თეონა აქუბარდია

რუსეთი სტრატეგიულად დამარცხებულია – თეონა აქუბარდია
“დიახ ომშია და სტრატეგიულად დამარცხებულია, თქვენ რა გახარებთ”- წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია, “იმედის” ფეისბუქ გვერდზე უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებები და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადებაა მოყვანილი, რომელიც “სამშვიდობო გეგმას” ეხება. აქუბარდიას თქმით, მეოთხე წელია რუსეთმა ვერ აიღო და ფინეთი და შვედეთი ნატოში წევრი გახდა.
“მეოთხე წელია ამ თქვენმა სანაქებო რუსეთმა ვერ აიღო და ფინეთი და შვედეთი ორი ნეიტრალური ქვეყანა ნატოში წევრი გახდა. დიახ ომშია და რუსეთი სტრატეგიულად დამარცხებულია, თქვენ რა გახარებთ, როცა რუსეთის მიერ ქვეყნის 20% ოკუპირებულია მაგას თუ ახსნით, თორემ ამ ომში აგრესორი რუსეთი რომაა ეს ყველამ იცის”- წერს აქუბარდია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას