რუსეთი სომხეთში სამხედრო გადატრიალებას ამზადებდა – “ამეცადინებდნენ რუსეთის ბაზაზე, რუსული სპეცსამსახურები” – სომხეთი

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ სომხეთში სამხედრო გადატრიალება იგეგმებოდა და ამის უკან, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. კერძოდ, არსებობდა მზადება, ძალაუფლების შეიარაღებული საშუალებებით ხელში ჩასაგდებად.
მათივე ცნობით, ავარჯიშებდნენ იმათ, რომლებსაც ქვეყანაში ძალაუფლება შეიარაღებული საშუალებებით უნდა ხელში ჩაეგდოთ.
ამის შესახებ დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი. აღნიშნულია, რომ დააკავეს ჯგუფის წევრები, რომლებმაც სომხეთის მოქალაქეები ს ფედერაციაში “სასწავლებლად” გაგზავნეს. მათ ამ “საქმისთვის” რუსები დაჰპირდნენ ჯილდოს ყოველთვიურად 220 ათასი რუბლის ოდენობით.
ცნობილია, შვიდი ეჭვმიტანილიდან ხუთი სომხეთის მოქალაქეა, ორი კი მთიანი ყარაბაღის ყოფილი მაცხოვრებელი. ისინი აცხადებენ, რომ თავდაპირველად არ იცოდნენ ტრენინგის მიზანი. ასევე, რეკრუტირებული სომხები არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის ფედერაციაში წასვლის რეალური მიზნის შესახებ.
მათი თქმით, მოქალაქეები რუსეთში გადაიყვანეს „სამთვიანი წვრთნის“ და „ახალი ტიპის იარაღების გაცნობის“ საბაბით. მხოლოდ კურსის დასრულების შემდეგ შეატყობინეს, რომ ტრენინგის მიზანი იყო სომხეთის მოქმედი ხელისუფლების ლიკვიდაცია.

ასევე დაგაინტერესებთ