: სომხეთში გახშირდა „ჰიბრიდული ომების“ შესახებ განცხადებები

სომხეთში 2026 წლის ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო ს მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები თითქოს ს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომი“ მიმდინარეობს. ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს.
მოსკოვის განცხადებით, მსგავსი შეფასებები ბოლო პერიოდში არაერთმა სომეხმა ოფიციალურმა პირმა და ექსპერტმა გააჟღერა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა.
მისი თქმით, „ჰიბრიდული ომის“ კონცეფცია ამერიკელმა სამხედრო თეორეტიკოსებმა შექმნეს და დღესაც აქტიურად იყენებენ. მოსკოვის განცხადებითვე, ბოლო დროს „კოლექტიურმა დასავლეთმა“ მეზობელ საქართველოში „ჰიბრიდული გავლენის სრული სპექტრი“ კვლავ გამოავლინა და პროცესებში უხეშად ჩაერია,
„მაიდნის სცენარებს“ უწყობდა ხელს, ზეწოლას ახორციელებდა და თბილისს განვითარების დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობას უკრძალავდა”.
რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი მიდგომა მიუღებელია და მოსკოვი ყოველთვის პატივს სცემს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენულ არჩევანს.
ზახაროვას თქმით, სომხეთში „ჰიბრიდული ომის“ თემა სწორედ იმ ფონზე ჩნდება, როცა ქვეყანაში იმ ადამიანების დევნა მიმდინარეობს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას უჭერენ მხარს.
“რუსეთი მზადაა სომეხ კოლეგებთან ნებისმიერი შეშფოთების საკითხზე იმსჯელოს როგორც პარლამენტთაშორისი დიალოგის, ისე უწყებათაშორისი კონსულტაციების ფორმატში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთ-სომხეთს შორის არსებულ საინფორმაციო ფონის დასტაბილურებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები