“TASS-ის” ინფორმაციით, რუსეთმა აზერბაიჯანსა და საქართველოს სთხოვა ელექტროენერგიის 600 მეგავატის ოდენობით იმპორტი საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს “Интер РАО-ს” მმართველობის წევრმა ალექსანდრა პანინამ რუსული სატარიფო კონფერენციის კულუარებში განუცხადა.
“დიახ, ჩვენ ვკითხეთ ორ ქვეყანას: აზერბაიჯანს, და ვიკითხეთ საქართველოსთან მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. ჩვენ განვიხილავთ იმპორტის შესაძლებლობას და ვითხოვეთ ორი მეზობელი ენერგეტიკული სისტემის შესაძლებლობების მოწოდებას საგანგებო პერიოდებში,” – განაცხადა მან.
“თუკი იქნება ავარიული რეჟიმები, მაშინ ჩვენ, “სისტემის ოპერატორის” მოთხოვნით, მივმართავთ ორ ენერგოსისტემას – საქართველოსა და აზერბაიჯანს – თხოვნით, რომ მზად ჰქონდეთ 300 მეგავატი გამოყონ ჩვენთვის”, – განაცხადა პანინამ.
მისივე თქმით, კომპანიას პასუხი საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ჯერ არ მიუღია.
პანინამ ასევე დააზუსტა, რომ რუსეთის ფედერაცია შეეცდება სიტუაციის შენარჩუნებას ელექტროენერგიის იმპორტის გარეშე , მაგრამ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, შესაძლოა, მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებს მიმართოს.
