რუსეთი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოდან გარიცხეს | მედია

რუსეთი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოდან გარიცხეს – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ფაქტს ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი და წერს, რომ საბჭომ 2024-2025 წლის ახალი შემადგენლობა აირჩია, სადაც არ არის.
“საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეამ ახლახან აირჩია IMO-ს საბჭოს ახალი შემადგენლობა 2024-2025 წლებში. რუსეთის გარეშე”, – წერს ზელენსკი.
ზელენსკის შეფასებით, ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში არავის მოუტანია იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე რუსეთს. მან ასევე მადლობა გადაუხადა IMO-ს წევრებს ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯისთვის.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ნოემბერში, ისტორიაში პირველად, რუსეთი იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოდანაც გარიცხეს.

ასევე დაგაინტერესებთ