“რუსეთი სადაც კი რბილ ადგილს იპოვის, იქით გადაადგილდება – ამიტომ გვინდა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება“ – სალომე ზურაბიშვილი

“რუ­სე­თი სა­დაც კი რბილ ად­გილს იპო­ვის, იქით გა­და­ად­გილ­დე­ბა – სწო­რედ ამი­ტომ გვინ­და ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, რად­გან სა­ნამ გა­რეთ ხარ, არ იმ­ყო­ფე­ბი და­ცულ ზო­ნა­ში”, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა “ევ­რო­აქ­ტივ­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა.
რუ­სე­თის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ებ­ზე და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ “უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან მხარ­და­ჭე­რის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბის გაკ­რი­ტი­კე­ბა“.
“ჩემ­თვის ცოტა უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან მხარ­და­ჭე­რის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბის გაკ­რი­ტი­კე­ბა. პი­რი­ქით, ვი­ტყო­დი, რომ ამ­ჯე­რად ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია სო­ლი­და­რო­ბა. უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ი­დან ორი წლის შემ­დეგ სო­ლი­და­რო­ბა არ ნელ­დე­ბა – ყვე­ლა­ნა­ი­რი დაბ­რკო­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 50 მი­ლი­არ­დი ევ­როს გა­მო­ყო­ფის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვინ­მეს უკან მო­ტო­ვე­ბის გა­რე­შე, ევ­რო­პა ევ­რო­კავ­ში­რად დარ­ჩა, იგი­ვე ეხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რსაც. ეს ომია, რო­მე­ლიც ორი წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეკო­ნო­მი­კუ­რი წნე­ხის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ მა­ინც გვყავს მხარ­დამ­ჭე­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. დიახ, მე­ტის სა­ჭი­რო­ე­ბაა, რად­გან უკ­რა­ი­ნის­თვის აშ­კა­რად მეტი ია­რა­ღია სა­ჭი­რო, მაგ­რამ ეს უფრო წარ­მო­ე­ბის სა­კი­თხია, ვიდ­რე მი­წო­დე­ბის სურ­ვი­ლის“, – აღ­ნიშ­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.
კი­თხვა­ზე: შე­იც­ვა­ლა თუ არა თქვენ­თვის საფრ­თხის აღ­ქმა?- პრე­ზი­დენ­ტმა უპა­სუ­ხა: “მთლი­ა­ნო­ბა­ში, სი­ტუ­ა­ცია ვი­თარ­დე­ბა და რუ­სუ­ლი საფრ­თხე არ შეც­ვლი­ლა“.

ასევე დაგაინტერესებთ