რუსეთი რაკეტების მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს ჰუთებთან – „როიტერსი“

ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე, , ირანის შუამავლობით, საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰუთებთან. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ჰუთები, შეიარაღებული პროირანული ჯგუფი, იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ.

ივლისში,„უოლ სთრით ჯოურნალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი განიხილავს რაკეტა „იახონტების“ ჰუთებისთვის გადაცემის შესაძლებლობას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააძლიეროს მათი თავდასხმები წითელ ზღვაში ამერიკულ და ევროპულ გემებზე. „როიტერსის“ წყაროების თანახმად, საბრძოლო მასალის მიწოდების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
მანამდე „ჰუთებმა“ გამოაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ს წინააღმდეგ მებრძოლ რადიკალურ დაჯგუფება ჰამასს (აღიარებულია, როგორც ტერორისტული დაჯგუფება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში) და პირობა დადეს, რომ თავს დაესხმიან ისრაელის მოკავშირეთა გემებს წითელ ზღვაში. ამის შემდეგ მათ ჩაძირეს, სულ მცირე, ორი სანავთობო ტანკერი და კიდევ ერთი შეიპყრეს, რამაც გამოიწვია გლობალური საზღვაო ვაჭრობის შეფერხება, მარშრუტების ცვლილებები და სადაზღვევო ხარჯების გაზრდა. „ჰუთების“ პოზიციებზე -ის დარტყმების მიუხედავად, რეგიონში გემებისთვის საფრთხე კვლავ რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა