რაკეტების მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს ჰუთებთან – „როიტერსი“

ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე, , ირანის შუამავლობით, საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰუთებთან. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ჰუთები, შეიარაღებული პროირანული ჯგუფი, იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ.

ივლისში,„უოლ სთრით ჯოურნალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი განიხილავს რაკეტა „იახონტების“ ჰუთებისთვის გადაცემის შესაძლებლობას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააძლიეროს მათი თავდასხმები წითელ ზღვაში ამერიკულ და ევროპულ გემებზე. „როიტერსის“ წყაროების თანახმად, საბრძოლო მასალის მიწოდების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
მანამდე „ჰუთებმა“ გამოაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ისრაელის წინააღმდეგ მებრძოლ რადიკალურ დაჯგუფება ჰამასს (აღიარებულია, როგორც ტერორისტული დაჯგუფება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში) და პირობა დადეს, რომ თავს დაესხმიან ისრაელის მოკავშირეთა გემებს წითელ ზღვაში. ამის შემდეგ მათ ჩაძირეს, სულ მცირე, ორი სანავთობო ტანკერი და კიდევ ერთი შეიპყრეს, რამაც გამოიწვია გლობალური საზღვაო ვაჭრობის შეფერხება, მარშრუტების ცვლილებები და სადაზღვევო ხარჯების გაზრდა. „ჰუთების“ პოზიციებზე -ის დარტყმების მიუხედავად, რეგიონში გემებისთვის საფრთხე კვლავ რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?