მსოფლიოს 40 ქალაქში, მათ შორის თბილისში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. მომიტინგეების მთავარი ლოზუნგია “რუსეთი პუტინის გარეშე”.
2024 წლის 21 იანვარს რუსი ოპოზიციონერი სამშობლოში დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, მოგვიანებით კი 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
საქართველოს გარდა აქციები ჩატარდა ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სომხეთში, ლიტვაში, პოლონეთში, ესტონეთში, გერმანიასა და ირლანდიაში.
თბილისში ნავალნის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის შენობასთან შეიკრიბნენ.
ყველაზე დიდი აქცია გერმანიის ქალაქებში გაიმართა. მედია DW-ს ცნობით ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.