პირველი აპრილიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს

რუსეთის მთავრობის ცნობით, 27 მარტს რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა, შეიმუშაოს დადგენილება 1 აპრილიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ.
რუსულმა პროპაგანდისტულმა მედია ТАСС-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აკრძალვა 31 ივლისამდე დარჩება ძალაში.
ნოვაკმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისით გამოწვეული გლობალური ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრის არასტაბილურობა საწვავის ფასების მიმართ მნიშვნელოვან რყევებს იწვევს.
ცნობისთის, რუსეთს ქვეყნის შიდა ბაზარზე საწვავის ფასების ზრდის შესაკავებლად და დეფიციტის დასაძლევად ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე შეზღუდვები არაერთხელ დაუწესებია.
გასულ წელს, უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გააქტიურებისა და საწვავზე სეზონური მოთხოვნის ზრდის ფონზე, რუსეთის რამდენიმე რეგიონსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ბენზინის დეფიციტი გაჩნდა.