10 თებერვალს რიწის ტბაზე რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ანტიტერორისტულ წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედია, РИА Новости-სთან, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერტ კიუტმა, ისაუბრა.
“ანტიტერორისტული წვრთნები რიწაზე ჩატარდება. მასში მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, რუსეთის ეროვნული გვარდია, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს. გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და კატერები, იმუშავებენ მყვინთავები.” – თქვა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა.
კიუტის თქმით, სწავლება ერთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ტერორისტული ჯგუფის შეჭრისთვის მომზადებას ემსახურება.