ოკუპანტია, ომი რუსეთმა დაიწყო, რუსეთი მტერია“ – ირაკლი შაიშმელაშვილი

სამხედრო ფორმა შესაძლოა, დაისვაროს ტალახით, სისხლით, მაგრამ არასოდეს სირცხვილით, – ამ პოსტით შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი წულუკიანის კომისიის მიერ აგვისტოს ომის ხელახალ გამოძიებას ეხმიანება.
ოკუპანტია, ომი რუსეთმა დაიწყო, რუსეთი მტერია!, – წერს შაიშმელაშვილი.
სამხედრო ფორმა შესაძლოა, დაისვაროს ტალახით, სისხლით, მაგრამ არასოდეს სირცხვილით! რუსეთი ოკუპანტია, ომი რუსეთმა დაიწყო, რუსეთი მტერია!!! ამის დაწერასაც კი ვერ ბედავთ…. რუსეთი იყო და არის საქართველოს ისტორიული, საუკუნოვანი მტერი!!!, – წერს შაიშმელაშვილი.
ცნობისთვის, ირაკლი შაიშმელაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 3 დეკემბერს, იმ დროს დატოვა, როცა თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა მიმდინარეობდა. 26 დეკემბერს კი ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა