რუსეთი: ნატომ უნდა უარყოს 2008 წლის დაპირება, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება

რუსეთმა მოითხოვა, რომ ნატომ უარყოს თავისი 2008 წლის დაპირება, რომ ნატოს წევრი გახდება. ამავე დროს მან უკუაგდო უკრაინაში ნატოს წევრი ქვეყნების სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნა რაიმე სახის საზავო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში.
„ნატოში ს მიღებაზე უარი ახლა საკმარისი არ არის“, განუცხადა ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ Reuters-ს. „ალიანსმა უნდა გააუქმოს 2008 წლის [ნატოს ბუქარესტის სამიტის] დაპირებები,“ თქვა მან. ბუქარესტის სამიტზე უკრაინამ და საქართველომ ნატოსგან მიიღეს დაპირება, რომ ისინი განუსაზღვრელ მომავალში გახდებიან ალიანსის წევრები.
სამშაბათს ერ-რიადში რუსეთისა და -ის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ მან და საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა, ამერიკელებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთისთვის მიუღებელია ნატოში უკრაინის გაწევრიანება.
ლავროვმა ასევე უარყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის წინადადება, რომ უკრაინაში სამშვიდობო ძალების სახით გაიგზავნოს ბრიტანეთისა და, პოტენციურად, ალიანსის სხვა წევრების ჯარები.
მარია ზახაროვას თქმით, უკრაინა უნდა დაუბრუნდეს 1990 წლის სუვერენიტეტის დეკლარაციას, რომლითაც მან იკისრა ვალდებულება, მუდამ იყოს ნეიტრალური სახელმწიფო, არ მიიღოს მონაწილეობა სამხედრო ბლოკებში და უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.
1991 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სამი წლის შემდეგ კი ის დათანხმდა, დაეთმო საბჭოთა პერიოდის ბირთვული შეიარაღება. სამაგიეროდ მიიღო დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაპირება რუსეთის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისგან.
ფორუმი